სვლაsvla

მართვის მოწმობის კატეგორიები

მართვის მოწმობა ყოველთვის კონკრეტული კატეგორიებისთვის გაიცემა. თითოეული კატეგორია განსაზღვრავს, რომელი ტრანსპორტის მართვის უფლებას იძლევა, რა ასაკიდან გაიცემა და რომელი კატეგორიის ფლობაა წინაპირობა.

ზოგი კატეგორია ასევე გაძლევს უფლებას თეორიის თავიდან ჩაბარების გარეშე დაიშვა პრაქტიკულ გამოცდაზე ან მართო მონათესავე კატეგორიის ტრანსპორტი. აირჩიე კატეგორია, რომ ნახო მისი ტრანსპორტი და პირობები.

სრული განმარტებები იხ. მუხლი 54 — საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“.

A

მოტოციკლი

თეორიის ჩაბარების გარეშე, პირდაპირ პრაქტიკაზე დაიშვებიან:
B, B1, A1 ან ტრამვაის კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე პირები
მოწმობა გაიცემა:
24 წლის ასაკიდან (ან — 21 წლიდან, თუ მინიმუმ 2 წელია, რაც ფლობს A1 კატეგორიას)
A1

მსუბუქი მოტოციკლი

ძრავის მუშა მოცულობაა:
მაქსიმუმ 125 სმ³
მაქსიმალური სიმძლავრეა:
11 კვტ

კილოვატი. (1 კვტ = 1.36 ცხენის ძალა)

მოწმობა გაიცემა:
17 წლის ასაკიდან

18 წლამდე აღებული მოწმობით აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო გზით, ტაქსით, შემოსავლის მიღების მიზნით ან მძღოლად მუშაობა

A2

მოტოციკლი (35 კვტ-მდე)

მაქსიმალური სიმძლავრეა:
35 კვტ

კილოვატი. (1 კვტ = 1.36 ცხენის ძალა)

სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი:
მაქსიმუმ 0,2 კვტ/კგ
მოწმობა გაიცემა:
18 წლის ასაკიდან

18 წლამდე აღებული მოწმობით აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო გზით, ტაქსით, შემოსავლის მიღების მიზნით ან მძღოლად მუშაობა

AM

მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი

მოწმობა გაიცემა:
16 წლის ასაკიდან

18 წლამდე აღებული მოწმობით აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო გზით, ტაქსით, შემოსავლის მიღების მიზნით ან მძღოლად მუშაობა

ამ განყოფილებაში მოცემული ინფორმაცია აღებულია საიტიდან teoria.on.ge